ხალხის ძალის ინიციატივა ე.წ. „აგენტების კანონზე“

20 თებერვალი 2023, 18:39 540 ნახვა

,,ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი  "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დაინიცირდებამდე ბიუროს სხდომაზე  დეპუტატებმა შეაფასეს. ოპოზიციის განცხადებით, ეს არის ქართული ოცნების ლუსტრაცია, რადგან მათი  მტკიცებით, ამ კანონის ინიციატორი თავად მმართველი გუნდია, რომელიც „ხალხის ძალის“ უკან დგას. პარლამენტარების განცხადებით, ეს კანონი საქართველოსთვის ერთერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ევროპულ გზაზე. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით -  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის არა ამერიკულის ასლი, არამედ მისი მოდიფიცირებული ვერსიაა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში