პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

21 თებერვალი 2023, 14:32 682 ნახვა

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება.

მინისტრის სიტყვით გამოსვლას ოპოზიციის ნაწილი დაესწრება, "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" კი საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.

მმართველი გუნდის ოპონენტები კითხვებს შავი ზღვის უსაფრთხოების, სამინისტროს წლიური საქმიანობისა და დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ არსებული სტატისტიკის შესახებ დასვამს.

კითხვები ექნებათ, ასევე რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში