აჭარის მთავრობის სხდომა

21 თებერვალი 2023, 14:54 571 ნახვა

ტურიზმისა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს აჭარის მთავრობის სხდომაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

როგორც აღინიშნა, უახლოეს პერიოდში აჭარაში ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ბათუმის პირველ პოლიკლინიკასა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრს ახალი შენობები ექნებათ. უპრეცედენტო უწოდეს ტურიზმის აღდგენის დინამიკას აჭარაში.

ასევე განაცხადეს, რომ ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში