აჭარის სპორტის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

21 თებერვალი 2023, 17:32 2143 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლებს, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ირმა ნიჟარაძე წარუდგინა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ირმა ნიჟარაძეს ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმედი გამოთქვა, რომ სპორტის დეპარტამენტის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანად და ჯეროვნად წარიმართება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში