„ნაციონალური მოძრაობა“ არის კოლექტიური "ქურქუმალ ვაითი" და სირცხვილია, ინგლისური ენის ცოდნას სხვას უმოწმებდნენ - ირაკლი კობახიძე

22 თებერვალი 2023, 13:51 847 ნახვა

პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა-სამმა კაცმა იცის ინგლისური, ახლა ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ძალიან დიდი სირცხვილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებაზე, რომლებმაც თქვეს, რომ ამერიკული კანონის სათარგმნი ინგლისური „ხალხის ძალაში“ არავინ იცის, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ ლევან ხაბეიშვილის ინგლისური მოიკითხონ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან.

„ეს სირცხვილია, რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, პარლამენტში ვინც არის წარმოდგენილი, სულ ორმა-სამმა კაცმა იცის ინგლისური, ახლა ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი სირცხვილი. ლევან ხაბეიშვილის ინგლისური მოიკითხონ ან მისი სხვა მეგობრების, რომლებიც არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ამიტომ მათი გადასამოწმებელი არ არის სხვისი უცხო ენების ცოდნა, ისინი არიან კოლექტიური ქურქუმალ ვაითი და ისინი სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, უბრალოდ სირცხვილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტს სიღრმისეულად განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელს დაუჭირონ მხარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში