ბუნგალოებისა და კაფე-ბარების დემონტაჟი კვარიათის პლაჟზე

23 თებერვალი 2023, 11:30 611 ნახვა

კვარიათის სანაპირო ზოლში, კერძოდ კი პლაჟზე არსებულ  კაფე-ბარებს დაანგრევენ. მერიის  მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დაშლილია 6 კაფე და 4 სავაჭრო ჯიხური. 

მეპატრონეებს წერილობითი გაფრთხილება დაეგზავნათ. როგორც მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ,  მათ ნაწილს თავად მფლობელები შლიან, ნაწილს კი ინსპექციის კონტრაქტორი კომპანია.

მათივე ინფორმაციით, სავაჭრო და კვების ობიექტებს სანაპირო ზოლში მხოლოდ სეზონური მუშაობის უფლება ჰქონდათ და სანებართვო ვადა უკვე ამოეწურათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში