საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, ამ რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმუმს ვაკეთებთ, უკრაინის დასახმარებლად - ჯუანშერ ბურჭულაძე

23 თებერვალი 2023, 12:43 568 ნახვა

საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ რეალობიდან გამომდინარე, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია.

ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით, ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის რისკები“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში