დაუბრუნდება თუ არა ენმ საპარლამენტო საქმიანობას?

23 თებერვალი 2023, 14:48 610 ნახვა

ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს.  მე პირადად, მრცხვენია ჩვენი ამომრჩევლის, ვისაც ამაზე ვესაუბრებით და ეს არის მთავარი განმსაზღვრელი წესრიგი სამი წელია, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

როგორც აღნიშნა, ქუჩის პროტესტი, დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მექანიზმია, თუმცა, ეს ხელს არ უშლის საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას.

ნაციონალური მოძაობის ბოიკოტს პარლამენტის თავმჯდომარე არასერიოზულს უწოდებს. დაუბრუნდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას,  გადაწყვეტილებას პარტიის წევრები ფრაქციის სხდომაზე, უახლოეს დღეებში მიიღებენ. ამ თემაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" განსხვავებული აზრი აქვთ.

ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო პროცესებში ინტენსიური ჩართულობა, ნაწილი კი მხოლოდ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული ხმაურიანი კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე თანხმდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში