„ხალხის ძალის“ ალტერნატიული კანონპროექტი

23 თებერვალი 2023, 15:03 654 ნახვა

"ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივა კვლავ განხილვისა და შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ''ხალხის ძალის'' ლიდერები აცხადებენ, რომ იდეა სწორედ ამერიკულ კანონმდებლობას ეფუძნება და არაფერი აქვს საერთო რუსულთან. ოპოზიცია ისევ ამბობს, რომ ამ პროექტის დაკანონება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის ტოლფასია. 

ოპონენტები დემოკრატიული დისკუსიის სტიგმატიზებას ახდენენ და ნათლავენ რუსულად ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

პაპუაშვილის თქმით, უკვირს, რომ გამჭვირვალობის საკითხი საერთოდ დისკუსიის საგანი გახდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში