ევროპული საბჭოს ერთობლივი განცხადება უკრაინის მხარდასაჭერად

24 თებერვალი 2023, 11:30 549 ნახვა

უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს წევრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ევროპული საბჭო იზრუნებს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი, ასევე აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.   

ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი და ისინი გააგრძელებენ მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში