საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური შეხვედრები

24 თებერვალი 2023, 11:20 603 ნახვა

უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ საგანგებო სესიაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილმა სიტყვით მიმართა საგანგებო სესიის მონაწილეებს, გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.   

ილია დარჩიაშვილი  შეხვდა გერმანიის, იტალიის, უნგრეთის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრებზე ყურადღება გამსხვილდა  საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში