ვიზიტი საფრანგეთში

05 თებერვალი 2017, 00:00 2883 ნახვა

საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით 6-8 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ფრანგ კოლეგას, ასევე, ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს. დაგეგმილია დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების და ანალიტიკური ფონდების წარმომადგენლებთანაც. პარიზში ყოფნის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლევილის ქართულ მამულს დაათვალიერებს. გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ამავე კატეგორიაში