სამხედრო მზადყოფნა

05 თებერვალი 2017, 00:00 2017 ნახვა

ოკუპირებულ ცხინვალში ნომერ მეოთხე რუსულ ბაზაზე სოფელ ძარწემში სამხედრო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო. სწავლებაში 500 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ადგილზე რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ოლქის მეთაური ალექსანდრე დვორნიკოვი  იმყოფებოდა. მისი განცხადებით, სწორედ ამ ბაზაზე დისლოცირებული რუსული საჯარისო დანაყოფები ახორციელებენ რუსეთის სამხრეთით საზღვრების დაცვას, თუმცა რატომ გახდა მოულოდნელი მასშტაბური შემოწმების ჩატარება აუცილებელი, მას არ დაუკონკრეტებია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, რუსული მეოთხე ბაზა შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზაა, სადაც 3700 სამხედრო მსახურობს.

ამავე კატეგორიაში