აშშ-ის საელჩოს განცხადება

25 თებერვალი 2023, 14:45 683 ნახვა

25 თებერვლის წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს აშშ-ს საელჩო. წერს, რომ წელს „25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას“.

დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა რუსეთის წითელი არმია, 1921 წლის 25 თებერვალსაც, სწორედ „საკუთარი თანამემამულეების „დაცვის" მოგონილი მიზეზით“ შემოიჭრა საქართველოში და „მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში