„ხალხის ძალის“ ორი სადაო კანონპროექტი

25 თებერვალი 2023, 18:03 786 ნახვა

მომავალი კვირიდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"  კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვები იწყება. პარლამენტის წევრებმა არჩევანი "ხალხის ძალის" მიერ პირველად ინიცირებულ კანონპროექტსა და ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგს შორის უნდა გააკეთონ.

დასავლელი და ევროპელი პარტნიორების მსგავსად, კანონპროექტს ისევ აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი შეფასებით, ინიციატივა არ შეესაბამება ქვეყნის არჩეულ კურსს და ის რუსული კანონის ანალოგია.

ინიციატივების ავტორები კი ისევ ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ამერიკული კანონის ანალოგია და მასზე "სპეკულაციები, თითქოს ის რუსული კანონია უსაფუძვლოა".

ცნობილია, რომ "ქართულ ოცნებას"  ამერიკული ანალოგი არ მოსწონს და აპირებს პირველად ინიცირებულ, როგორც მას უწოდებენ, უფრო ლიბერალურ კანონპროექტს დაუჭიროს მხარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში