ბადრი ესებუას ადვოკატის განცხადება

26 თებერვალი 2023, 11:01 709 ნახვა

“საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის და მძევლების აყვანისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მტკიცებულება, რომ დანაშაული ესებუამ ჩაიდინა არ არსებობს.

უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ ე.წ. 43 დაზარალებულიდან, ბრალდებულის ამოცნობა სასამართლო დარბაზში ვერცერთმა შეძლო.

ადვოკატის თქმით, ასევე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძებნილი ესებუა დაკავებამდე იმალებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე განცხადებით, დაკავება არა ბანკის ძარცვას, არამედ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მის მიერ ინფორმაციის ფლობას უკავშირდება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში