„ხალხის ძალა“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება

27 თებერვალი 2023, 18:05 656 ნახვა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.   „ხალხის ძალის“ წევრები „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებზე საკომიტეტო და პლენარული განხილვები და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ორივე პროექტს, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი  ვენეციის კომისიას გაეგზავნება. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ვენეციის კომისიისგან დასკვნის დაჩქარებული წესით წარდგენას მოითხოვენ, რათა კანონპროექტი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის განმავლობაში მიიღონ. ხალხის ძალის სადავო კანონპროექტი-თემის დეტალებს გიყვებით მთავარ გამოშვებაში  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში