"სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის" სამოქმედო გეგმის პროექტი

28 თებერვალი 2023, 11:06 551 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა. 

თეა ახვლედიანის განცხადებით  დოკუმენტი  სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხუთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში შემუშავდა.  

მინისტრის თქმით, ითვალისწინებს როგორც მიღწეულ პროგრესს, ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილ საჭიროებებს და ემსახურება დასახული მიზნების მისაღწევად, ხელშესახები და მდგრადი შედეგების მიღწევას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში