„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

28 თებერვალი 2023, 11:18 930 ნახვა

სახალხო დამცველობისთვის  პარტია „მოქალაქეებიდან“    ლევან იოსელიანი იბრძოლებს. გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგზე   ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა  ისაუბრა.

იმედია აქვთ, რომ ლევან იოსელიანს  აქვს პოლიტიკური რესურსი  იმისთვის, რომ 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს. როგორც იცით, უკვე მეორე თვეა ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს, არადა  ახალი ომბუდსმენის არჩევა ერთ-ერთი კომპონენტია ევროკომისიის რეკომენდაციაში.  

ევროკომისიის პირობაში წერია, რომ „ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი“; „დანიშვნა იქნება გამჭვირვალე“,  ხოლო „მისი სამსახური - ზეგავლენებისგან თავისუფალი“.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში