ფრიდონ ინჯიას ბრიფინგი

28 თებერვალი 2023, 14:18 538 ნახვა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისაუბრა. ფრიდონ ინჯიას თქმით, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ხალხის ძალის“ ლიდერები 2008 წლის ომთან დაკავშირებით ღიად  ვერ ამბობენ იმ სიმართლეს, რომელიც საქართველოში ყველამ იცის, მაგრამ რომლის თქმასაც საჯაროდ ვერავინ ბედავს. 

ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ  ომისთვის საფუძვლიანად მომზადება სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წლიდან დაიწყო.  მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმს მის მთავარ დანაშაულზე პოლიტიკური პარტიები ხელს აფარებენ.

ასევე მისივე მტკიცებით, ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში