ხულოს საკრებულოს სხდომა

28 თებერვალი 2023, 17:38 631 ნახვა

ხულოს საკრებულოს წევრებმა მორიგ სხდომაზე დაბა ხულოს ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფცია დაამტკიცეს.  აღნიშნული გეგმის მიხედვით დაბაში მშენებლობებისთვის გარკვეული სტანდარტები დაწესდება ისევე როგორც ეს ქალაქებშია ნებადართული. დღესვე დეპუტატებმა ხიხანის ციხის მიმდებარედ  არსებულ ტერიტორიაზე  განაშენიანების გეგმის კონცეფცია დაამტკიცეს, რაც სოფელ თხილვანის მახლობლად  არსებულ მონაკვეთზე სხვადასხვა კომერციული ობიექტების განთავსების გეგმას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ხულოს განაშენიანების გეგმა არ ჰქონია  და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  ხულოს ტერიტორიის  ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმა შემუშავდა, რაც მცხოვრებთა და კერძო სექტორს გარკვეულ დაშვებებსა და  ნებართვებს დაუწესებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში