ოპოზიცია მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს

17 მაისი 2016, 00:00 3993 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გელა დეკანაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. დეკანაძის თქმით, ახალ ბულვარში, იმ ტერიტორიაზე სადაც წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით მრავალფუნქციური ტურისტული ობიექტი უნდა აშენებულიყო, ახლა საცხოვრებელი კორპუსი შენდება. მისი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ პროექტს მსხვილი უცხოელი ინვესტორები ახორციელებენ, რეალურად კი ტერიტორია გასხვისებამდე სამი დღით ადრე დაფუძნებულ კომპანია “რეკან გრუპ ჯორჯიას” გადაეცა, რომელიც ხაშურის რაიონის დაბა სურამში ერაყის და აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ დაფუძნდა. 

ნაციონალური მოძრაობის განცხადებასთან დაკავშირებით, ინფრომაციას ავრცელებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. რომლის მიხედვითაც, რეკან ჯგუფი აჭარის რეგიონში ერთ-ერთ მსხვილ ინვესტიციას ახორციელებს. კახაბრის დასახლებაში მდებარე 15 ათასი კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე  ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა აშემნდეს. განთავსდება სასტუმრო კომპლექსი, კომერციული ფართები, დახურული ტიპის ავტო პარკინგი. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში