პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს

01 მარტი 2023, 11:45 673 ნახვა

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს.  პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.  

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.  

ორივე კანონპროექტს იწუნებს ოპოზიცია და ამბობენ, რომ იგი ქვეყნის ევროპულ ინტერესებს აზიანებს.  

ენმ -ში დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი იყო ამ თემაზე , სადაც განაცხადეს, რომ კანონპროექტი რუსული იდეოლოგიის მატარებელია.  ისინი საზოგადოებას  მიმართავენ, რომ იაქტიურონ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში