საქართველოში მიწისძვრა მოხდა

01 მარტი 2023, 15:02 1345 ნახვა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 62 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა.

პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში