ახალი ინიციატივა სამშენებლო დავების დასარეგულირებლად

01 მარტი 2023, 19:38 809 ნახვა

ბათუმში ბევრია იმ საცხოვრებელი ობიექტების რაოდენობა, სადაც მშენებლობა დამთავრებულია, თუმცა არ არის ექსპლუატაციაში მიღებულები. ამ საცხოვრებელ სახლებში წლებია ცხოვრობენ ოჯახები, რომლებიც ვერ ახერხებენ ბინების საკუთრებად დარეგისტრირებას, კომუნალური თუ მუნიციპალური სერვისით სარგებლობას, რაც არაერთ პრობლემას წარმოშობს. დღეის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც შეეხება ბათუმში მრავალბინიანი  საცხოვრებელი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინიციატივა შეეხება ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე კერძო მიწის ნაკვეთზე განთავსებული  ინდივიდუალური ტიპის საცხოვრებელ სახლებს. კიდევ რა სიახლეებს მოიცავს საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტი, ვნახოთ რეპორტაჟი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში