შეხვედრა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან

02 მარტი 2023, 10:58 607 ნახვა

მშვიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა გაძლიერების საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან. 

შეხვედრისას აღინიშნა რომ ქალების როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ასევე, ხაზი გაესვა პოლიტიკაში ქალი ლიდერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტს. პრეზიდენტმა ირენ ფელინი თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც ივლისში ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში