დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიმართვა არჩილ თალაკვაძეს

02 მარტი 2023, 14:21 648 ნახვა

საქართველოში მოქმედი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები არჩილ თალაკვაძეს ერთობლივი წერილით მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მხარი არ დაუჭიროს ე.წ. აგენტების შესახებ“ კანონს.

“ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი, რომელიც, 2011-2012 წლებში აშშ-ის ელჩთან ერთად სიამაყით ხსნიდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს“, დღეს მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებას მხარს არ დაუჭერს“ - ნათქვამია განცხადებაში. 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების წარმომადგენლების თქმით, საჯარო დისკუსიების ორგანიზება, მოქალაქეების ჩართვა დემოკრატიულ პროცესებში და დაუცველი ჯგუფების ინტერესების ადვოკატირება არ არის უცხოური ძალის გავლენა.

წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები საფრთხეებზე საუბრობენ. მათი თქმით, “რუსული კანონის მიღება არამარტო სამოქალაქო სექტორის სიცოცხლისუნარიანობას შეუქმნის საფრთხეს, არამედ საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ სვლას დააბრკოლებს, კანონის მიღება დააზარალებს ქართველ ხალხს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში