ძუძუს კიბოს კონტროლი და შედეგების პოლიტიკის გაუმჯობესება - შეხვედრა

03 მარტი 2023, 11:10 612 ნახვა

ძუძუს კიბოს კონტროლისა და შედეგების პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა ის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებიც საქართველოში ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში უწყების სტრატეგიულ გეგმებსა და  პროგრამებში აისახება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში