არმაზ ახვლედიანი საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს

03 მარტი 2023, 14:30 630 ნახვა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, „საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით საქართველოს ევროპული პერსპექტივის გადარჩენის პლატფორმა შექმნან“.

გავრცელებულ განცხადებაში ახვლედიანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პლატფორმის შექმნით პოლიტიკური სპექტრი საზოგადოების კონსოლიდაციას შეძლებს. 

„ევროპული პერსპექტივის განადგურებისა და საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის გაფორმების „ოცნებისეული“ მზაკვრული გეგმის ჩაშლა ახლა უმთავრესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა.“ - წერს არმაზ ახვლედიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში