ხმაურიანი განხილვა პარლამენტში - პოლიტიკური განცხადებები

03 მარტი 2023, 14:33 776 ნახვა

საბოტაჟი ევროინტეგრაციის გზაზე და დასავლეთთან დაშორების მცდელობა- ოპოზიციონერი დეპუტატებისთის ისევ წყალგამყოფია ე.წ-ლი აგენტების შესახებ კანონპროექტი.

მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა   იგივეა, რაც ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ ხმის მიცემა. 

კანონპროექტების ინიციატორებთან ერთად მმართველ გუნდშიც  ამტკიცებენ, რომ  ახლა უკვე პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანას დასავლეთთან  კი არ დააშორებს, არამედ პირიქით,  პრევენციული ეფექტი ექნება  და, რომ ზოგიერთი თავსაც  შეიკავებს  პოლარიზაციის დაფინანსებისგან. რაც მაგალითად ირაკლი კობახიძის აზრით,  უფრო სწრაფად მიიყვანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციამდე.   

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში