ე.წ. „აგენტების კანონების“ ალტერნატიული პროექტი

04 მარტი 2023, 14:20 666 ნახვა

ორშაბათის საკომიტეტო მოსმენა რომ პარლამენტში ხმაურიანი იქნება,  ეს უკვე დაანონსებულია. დაგეგმილია საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოს გარეთაც.

ოპოზიციის ნაწილი ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს აქციებით აპროტესტებს, მეორე ნაწილი კი მას ალტერნატიულ კანონპროექტს უპირისპირებს.

"პარტია საქართველოსთვის" წევრებმა დამოუკიდებელ დეპუტატ, თეონა აქუბარდიასთან ერთად პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენების შემცირების შესახებ“ პროექტი.

ინიციატორებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ეჭვი გამოთქვეს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, თავიდან აირიდოს რეგისტრირებული ალტერნატიული კანონის პროექტის განხილვა, რითაც კონსტიტუციას დაარღვევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში