სახალხო დამცველის კანდიდატურა

04 მარტი 2023, 17:54 631 ნახვა

სახალხო დამცველის პოზიცია ისევ ვაკანტურია - პარლამენტი ერთ კანდიდატზე შეთანხმებას ვერ ახერხებს, რადგან ომბუდსმენის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

იქნება თუ არა ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის დამაკავშირებელი რგოლი ლევან იოსელიანი და შეძლებენ თუ არა დაპირისპირებული მხარეები მისი კანდიდატურის ირგვლივ გაერთიანებას - ეს ჯერ უცნობია. ცნობილია ის, რომ ამ პოსტზე, ამ დროისთვის მხოლოდ მისი კანდიდატურაა წარდგენილი.

ოპოზიციის ნაწილის სიმპათია, კოლეგის მხარეს იხრება, ნაწილს კი მისი ნეიტრალიტეტის არ სჯერა.

''ოცნება'' მზადაა მხარი დაუჭიროს იოსელიანის კანდიდატურის, იმ შემთხვევაში,  თუ ის დაძლევს პოლიტიკურ წარსულს, საიდანაც ის მოდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში