ტენდერი ანგისის სტადიონის მშენებლობისთვის

06 თებერვალი 2017, 00:00 3749 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის მერია ტენდერს აცხადებს. საუბარია ანგისის დასახლებაში  სპორტული ბაზის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე. სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტის ღირებულება  4 მილიონი ლარია, ტენდერი კი ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე წარიმართება. წინადადებების მიღება 28 თებერვალს დასრულდება. შეგახსენებთ ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2016 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო თუმცა კომპანია ,,ენერგო სექტორ მშენმა” ვალდებულება არ შეასრულა და სამუშაოები შეაჩერა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი