სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

05 მარტი 2023, 11:31 633 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც  გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განათლების საკითხებზე იმსჯელებენ.

ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან და  გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში