პრემიერის ვიზიტი ბერლინში

05 მარტი 2023, 14:51 684 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის. პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად  ბერლინში უკვე გაემგზავრა. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

ხვალ, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა.

ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში