ე.წ. “აგენტების შესახებ” კანონპროექტი

05 მარტი 2023, 20:03 590 ნახვა

რას მოიმოქმედებს ოპოზიცია ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით? ოპოზიციონერი დეპუტატები კონკრეტულ გეგმებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ოპოზიცია კომიტეტის სხდომაზე ერთიანი სახით იქნება წარმოდგენილი. ე.წ. აგენტების ამერიკული კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაუბრუნდება.

6 მარტს დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია, როგორც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ასევე "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.კანონპროექტებს მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა.

განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში