ე.წ. აგენტების კანონი და პერიპეტიები მის გარშემო

06 მარტი 2023, 17:46 622 ნახვა

რვა საათზე მეტია იურიდიული კომიტეტი ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე მსჯელობს, შესაბამისად ვერც ბიურო  შეიკრიბა და  დღის წესრიგში კანონპროექტების შეტანაც ვერ მოხერხდა. კანონპროექტის მიღების საჭიროებას ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ ხედავენ და აქციებს აანონსებენ,მეტიც მიაჩნიათ, რომ  ამ ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი წევრი სტატუსის მოპოვებას ვეღარ შეძლებს, მმართველი გუნდი კი  დარწმუნებულია. რომ ოპოზიციის მიზანი საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაა, და რეალურად კანონპროექტი არათუ შეზღუდვების დაწესებას, არამედ მეტ ფინანსურ გამჭირვალეობას ისახავს მიზნად.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში