აქცია პარლამენტთან

06 მარტი 2023, 18:06 625 ნახვა

პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები. ისმოდა საყვირების ხმა, ასევე, შეძახილები "არა რუსულ კანონს". აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ხვალაც შეიკრიბებიან კანონპროექტის გასაპროტესტებლად. ამ წუთებში ოპოზიციური პარტიის ლიდერები დახურულ კარს მიღმა სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ, შეხვედრის დასრულების შემდგომ სავარაუდოდ გაკეთდება განცხადებაც. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვისაუბრებთ მთავარ გამოშვებაში.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში