ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია, მისი კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია - პრემიერი

07 მარტი 2023, 12:59 490 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველობის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა მისაღებია და მას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

მისივე თქმით, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია.

„ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ მხარს დავუჭერდით კანდიდატს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. ვფიქრობ, ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი, უმრავლესობა გადაწყვეტს. ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ვიცი რა უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში