“ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” განცხადება

07 მარტი 2023, 14:12 601 ნახვა

“მიგვაჩნია, რომ ამ კანონის ძალაში შესვლა უკიდურესად უარყოფითად შეფასდება ევროკომისიის მიერ აპრილში დაგეგმილ ზეპირ მოხსენებაზე. ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შეფასებაზე, რაც  წარმოადგენს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობას” - “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” გუნდი, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და კვლევით და აკადემიურ სფეროში მომუშავე ქართველთა ჯგუფი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ბრიფინგით გამოეხმაურა.

აცხადებენ, რომ იგი პირდაპირ და დაუფარავ საფრთხეს წარმოადგეს ქვეყნის  ევროინტეგრაციის პროცესში. ისინი მიმართავენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სასწრაფოდ გამოიწვიონ ე.წ „აგენტების კანონი“ და მოეწყოს ფართო კონსულტაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში