განხილვა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

07 მარტი 2023, 18:11 1069 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებმა გააცნეს თუ“რას ნიშნავს უცხოური გავლენის აგენტი და კანონის მიღების შემთხვევაში უარყოფით შედეგებზე გააკეთეს აქცენტი. სტუდენტების თქმით, ეს კანონი მათ კარიერულ და საგანმანათლებლო განვითარებას შეაფერხებს. მათთვის კი ღირებულია ევროკავშირისკენ სწრაფვა და აღნიშნული კანონის გაწვევა საკანონმდებლო ორგანოდან. შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში