მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს და ირაკლი ღარიბაშვილს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს უკანონობა - ქალი დეპუტატები

07 მარტი 2023, 21:47 528 ნახვა

შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობა არის რაც ახლა ხდება პარლამენტთან. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტს და ირაკლი ღარიბაშვილს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს უკანონობა. დაუყოვნებლივ აღკვეთონ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე  ქალმა დეპუტატებმა განაცხადეს.

ანა ნაცვლიშვილმა მოუწოდა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებსაც დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და არ დაიცვან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

თამარ კორძაიას განცხადებით, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს ამას აკეთებს, პასუხს აგებს ყველა შემთხვევაში.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, დღეს მიიღე კანონი, რომლითაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ.

"მე მთელი ერთი საათი ჩიტაძის მხრიდან "ლაივი" მქონდა ჩართული, სადაც ვნახე ადამიანები, რეზინის ტყვიებით შეიარაღებული ადამიანები და აპირებენ გაიმეორონ 20 ივნისი. მოვუწოდებ ლევან იოსელიანს, რომელიც სახალხო დამცველად ავირჩიეთ, გამოვიდეს და დააკვირდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და აღკვეთოს ყველანაირად შალვა პაპუაშვილმა ეს ყველაფერი, რომლის პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება. არ დაღვარონ ქართველი ხალხის სისხლი, არა რუსულ კანონს,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში