რა წერია ე.წ. აგენტების კანონპროექტებში

08 მარტი 2023, 17:41 617 ნახვა

„ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, რომ კანონპროექტი ამერიკული კანონის მოდელიდანაა აღებული და მისი მთავარი მიზანი საერთაშორისო დონორებისგან  დაფინანსების მიღების პროცესის გამჭვირვალობაა. კანონპროექტის მომხრეები ამბობენ, რომ პროექტი, რომელიც მოამზადეს ამერიკაში არსებული კანონისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ამერიკაში შედარებით მკაცრი კანონი მოქმედებს, საქართველოს შემთხვევაში კი  გამარტივებული ვარიანტი მიიღეს. ისინი განმარტავენ,რომ მთავარ გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ვენეციის კომისიისგან პასუხი დაბრუნდება. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია პროტესტი და დარწმუნებულები არიან, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილების გამოწვევას დეზინფორმაცია იწვევს. კანონის მთავარ მიზანს გამჭვირვალობის პრინციპის დანერგვა წარმოადგენს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში