ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე განხილვა გადაიდო, რის გამოც ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

09 მარტი 2023, 19:11 574 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე განხილვა გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი ნიკა მოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მას პროცესის დროს მაღალი წნევა აღენიშნებოდა.

დაცვის მხარე დაკავებული ნიკა მოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესის გადადებას მოითხოვდა მოგვიანებით დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

სხდომის გადადების გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ისინი სამედიცინო გამოკვლევებზე გადაიყვანეს.

საქმეზე სხდომა ხვალ, 10 მარტს 16:00 საათზე გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში