აქცია პარლამენტთან

10 მარტი 2023, 11:26 668 ნახვა

''ქართული ოცნების'' დაპირების მიუხედავად,  მოქალაქეები   არ ენდობიან სახელისუფლებო პარტიას და მიზეზად ასახელებენ უახლეს  წარსულს. ჩამონათვალშია 7 მარტის პლენალური სხდომა, რომელზეც ე.წ-ლი აგენტების შესახებ კანონპროექტი 9 მარტის ნაცვლად  დაჩქარებული წესით იმავე დღეს  მიიღეს. 

იხსენებენ   8 მარტისა და შარლ მიშელის შეთანხმებებზე უარის თქმას, ასევე სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეუსრულებელ დაპირებასაც. ამიტომ  მოქალაქეები  გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად დღეს საკანონმდებლო  ორგანოსთან  აქციაზე ისევ იკრიბებიან.   პოლიტიკოსების ნაწილსაც მიაჩნია, რომ  ,,ქართული ოცნების“  ხელწერაა სიტყვის უკან წაღება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში