მეწყრული პროცესების შედეგები მაღალმთიან აჭარაში

11 მარტი 2023, 12:02 854 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზებზე განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მეწყერმა დააზიანა გზები და საცხოვრებელი სახლები. აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენას. მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით მოსახლეობა უსაფრთხო საცხოვრისშია გადაყვანილი.

საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში რამდენიმე მიმართულებით. შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების შემდეგ დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების ცხმორისი-ახო-ჩეტკიძეების და ზამლეთი-წიახი-ნიგაზეულის საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოებიც.

ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა შემოვლითი გზებით სარგებლობს. გადაადგილება უკვე შესაძლებელია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე.

სამუშაო პროცესში ჩართულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. მეწყერის სიდიდისა და მასშტაბიდან გამომდინარე, პერიოდულად ხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროგამოშვებით ხდება ავტონაკადის გატარება.

მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გზების დეპარტამენტის უფროსი მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში