ქობულეთში სოციალურად დაუცველ 4 ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადაეცა

11 მარტი 2023, 17:50 990 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 4 ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადაეცა. მიმდინარე  წელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ქობულეთში დამატებით 12 ოჯახისთვის აშენდება, რისთვისაც 800 000 ლარია გათვალისწინებული.

ასევე, ქობულეთში 200 ოჯახისთვის დაგეგმილია 2 მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა.

საცხოვრებელი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 200-მდე ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში