ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდრულად" წლის საუკეთესო ფილმისთვის "ოსკარი” მოიპოვა

13 მარტი 2023, 10:08 700 ნახვა

ამერიკის კინოაკადემიამ 2022 წლის საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა. „ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ტრიუმფატორი გახდა ფილმი სახელწოდებით - "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" - დენიელ კვონისა და დენიელ შეინერტის სურათმა ჯამში 7 "ოსკარი" მიიღო.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შემსრულებლად ბრენდან ფრეიზერი დასახელდა ფილმისთვის "ვეშაპი", ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ მიშელ იოუს გადაეცა ფილმში"ყველაფერი ყველგან ერთდროულად" მონაწილეობისათვის.

კინოაკადემიის ჯილდო გადაეცა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს "ნავალნის". ფილმის ავტორებთან ერთად სცენაზე ავიდა, რუსი ოპოზიციონერის ცოლი, იულია ნავალნაია, რომელმაც მაყურებელს სიტყვით მიმართა.

„ოსკარის“ დაჯილდოების 95-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა და მას ჯიმი კიმელი უძღვებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში