„პოლიტიკო“ - ევროკავშირი ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსების გასაჯაროების კანონზე მუშაობს

14 მარტი 2023, 11:51 647 ნახვა

გამოცემა პოლიტიკოს ინფორმაციით, ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს გაასაჯაროვონ ევროკავშირის გარედან შემოსული ნებისმიერი დაფინანსება ბლოკში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. ამის შესახებ გამოცემას   სამმა წყარომ დაუდასტურა. როგორც მედიასაშუალება წერს, დაგეგმილი კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა საწყის ეტაპზეა,  ეხმაურება ანალოგიურ ამერიკულ და ავსტრალიურ კანონებს.

 „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონის ევროკავშირისეული ვარიანტი მიმართული იქნება ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, თუმცა აიძულებს ევროკავშირის შიგნით, როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ ორგანიზაციებს გაასაჯაროვონ ევროკავშირის ფარგლებს გარედან მიღებული შემოსავალი. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ევროპა ებრძვის უცხოური გავლენის მთელ რიგ ოპერაციას, მათ შორისაა რუსეთის კიბერთავდასხმების შედეგად ინფორმაციის გაჟონვა, ჩინეთის გრანტები უნივერსიტეტებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში