"ალტ-ინფოს" წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

14 მარტი 2023, 14:04 806 ნახვა

"ალტ-ინფოს" წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ. ცოტა ხნის წინ, მათ პარლამენტის წინ განთავსებული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. აღნიშნულს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით ევროკავშირის დროშის ადგილას, საქართველოს დროშის განთავსება სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, თუმცა არსებული ინფორმაციით, მათ ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავისი სახელი", ასევე, 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და სამაგალითოდ დაისაჯონ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში